Thursday, July 7, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:
დისნეილენდი.

iპროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები პირველ რიგში გაეცნობიან   საბავშვო ქალაქი დისნეილენდის დაარსების ისტორიას. მოიძიებენ ინფორმაციას მისი დაარსების შესახებ, სახელთან დაკავშირებით ცნობებს. გაიგებენ მსოფლიოს რამდენ ქალაქშია დისნეილენდი. იღებენ ინტერნეტიდან სურათებს და განათავსებენ ფოტოალბომში.

პროექტის აქტუალობა:
ეს პროექტი აქტუალურია მოსწავლეებისათვის, რადგან ყველა ბავშვს ძალიან აინტერესებს ასეთი საბავშვო ქალაქების ისტორია.მოისმენენ მიწოდებულ ინფორმაციას და თვითონ შეეცდებიან მოიძიონ გარკვეული ისტორიები. მოსწავლეები პროექტზე მუშაობისას გაიღრმავებენ ცოდნას და გამოიმუშავებენ პროექტზე მუშაობის უნარ-ჩვევებს.

პროექტის მიზნები:
ამ პროექტის მთავარი მიზანია ბავშვები დაეუფლონ ჯგუფურ და წყვილებში მუშაობის გამოცდილებას. მათ უნდა გამოუმუშავდეთ წერის, ლაპარაკის, ინტერვიუს აღების და კითხვის დასმის, პრეზენტაციის უნარი. უნდა შეეძლოთ მიზნის დასახვა.


მონაწილეთა ასაკი:
11-12 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა:
1 თვე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ბავშვები შექმნიან მეტად საინტერესო პროდუქტს თემის ირგვლივ. გაიმდიდრებენ სიტყვათა მარაგს და საერთო ცოდნას, შეიძენენ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევებს, მოძიებული მასალებით შექმნიან ფოტო ალბომს, პროექტს განვათავსებთ ვებ.ბლოგზე.

როექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
მოსწავლეები იხელმძღვანელებენ სახელმძღვანელოთი "New 2000 Plus",სადაც მოცემულია გარკვეული ისტორია დისნეილენდის და მისი დაარსების შესახებ. გამოიყენებენ ვიდეო მასალებს,საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებებით მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით მოიძიებენ ინფორმაციას.გამოიყენებენ ბუკლეტებს,ფურცლებს,საწერ კალმებს,ინტერნეტს.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
შევარჩევთ ბავშვებისათვის საინტერესო თემას:"დისნეილენდი". ჩამოვაყალიბებთ კითხვებს:1)ვინ იყო ვოლტ დისნეი? 2)სად და როდის დაიბადა იგი? 3)სად ააშენა მან პირველი ქალაქი? 4)რომელ ქვეყნებშია დისნეილენდი?
ჩამოვაყალიბებ ორ ჯგუფს. ერთ ჯგუფს დავავალებ პირველ და მეორე საკითხებზე მუშაობას,მეორე ჯგუფს მესამე და მეოთხე საკითხებზე მუშაობას. თითოეულ ჯგუფს ეყოლება ლიდერი. ლიდერები გააკეთებენ თავისი ჯგუფის დავალების პრეზენტაციას.
მოსწავლეებს შევაფასებ იმისდამიხედვით,თუ როგორ გაართვეს მათ თავი ინფორმაციის მოძიებას და ორგანიზებას,წერით სამუშაოს.რამდენად წარმატებულ და საინტერესო პრეზენტაციას წარმოადგენს,როგორ დამაჯერებლად იმსჯელებს.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტი კავშირშია პირველ რიგში ისტ.-ის საგანთან,რადგან ბავშვები კომპიუტერის საშუალებით მოიძიებენ სურათებს და დამატებით ინფორმაციას თემის ირგვლივ. პროექტი კავშირშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. შედეგი მიღწეულია, როდესაც მოსწავლე: წერს სათანადო მონაცემებს/აქტივობებს განკუთვნილ აადგილას(უცხ.V.16), მოსწავლე ნიმუშის მიხედვით წერს კატალოგს(უცხ.V.16), მოსწავლე ორიოდე ფრაზით აყალიბებს კორესპონდენციის მიზანს(მარტივი ამბის შეტყობინება) (უცხ.V.18).
ლაპარაკი-მოსწავლე აღწერს სურათს(უცხ.V.6.), მოსწავლე თავს ართმევს ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას(უცხ.V.7.), მოსწავლე მონაწილეობს ინტერაქციაში(უცხ.V.8), მოსწავლე იყენებს სარანადო სტრატეგიებს(უცხ.V.9.)
სწავლის სწავლა-მოსწავლე ორგანიზებას უწევს სასწავლო საქმიანობას(უცხ.V.20), მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში(უცხ.V21), მოსწავლე თანამშრომლობს კლასელებთან,მასწავლებელთან(უცხ.V26),მოსწავლე თანამშრომლობს გუნდის წევრებთან(უცხ.V27),მოსწავლე აკეთებს საინტერესო პრეზენტაციას.გარკვეულ წილად კავშირი აქვს ისტორიასთან,რომელ საუკუნეში დარომელ წლებში დაარსდა ქალაქი.გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარი.ასევე კავშირშია ხელოვნებასთან-მოამზადებენ ფოტო ალბომს.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
ლელა პაპაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
lelileli020@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
lelapapashvili.blogspot.com